geo eng

სახელი : პაროხეტი - სეფერთორის კარადის ფარდა

მასალა : აბრეშუმის ქსოვილი, ფარჩა, ოქრომკედი, აბრეშუმის ძაფი

ტექნიკა : ნამაგრი სითვი

პერიოდი : XVIII ს. მეორე ნახევარი

აღწერა :

ფარდა, აბრეშუმის, თეთრი, ოთხკუთხოვანი, შუაში სიგრძეზე გაკერილი. ფარდაზე ოქრომკედითა და ფერადი ძაფებით ამოქარგულია ყვავილები, სვეტები, თაღი, ნაპირებზე ოქრომკედის ორნამენტოვანი არშია შემოსდევს. სამ ნაწიბურზე ყვითელი ძაფის ფოჩი აქვს გამობმული. სარჩული თეთრი ფარჩისა უდევს. ამ ფაროხეთზე იუდაიკაში გავრცელებული დეკორია: სტილიზებული ოთხი სვეტი, რომელიც თაღივით იკვრება და მცენარეული და ყვავილების მოტივებით მდიდრულადაა ორნამენტირებული.

ზომა: 186X113